სიახლეები

 

სიახლეები და ახალი კონკურსები ევროკომისიის ჩარჩო პროგრამაში - „ჰორიზონტი ევროპა“ წარმოდგენილია შემდეგ ვებ საიტზე:

 

https://ec.europa.eu/info/funding-tenders/opportunities/portal/screen/opportunities/topic-search;callCode=null;freeTextSearchKeyword=;matchWholeText=true;typeCodes=0,1,2,8;statusCodes=31094501,31094502,31094503;programmePeriod=null;programCcm2Id=null;programDivisionCode=null;focusAreaCode=null;destinationGroup=null;missionGroup=null;geographicalZonesCode=null;programmeDivisionProspect=null;startDateLte=null;startDateGte=null;crossCuttingPriorityCode=null;cpvCode=null;performanceOfDelivery=null;sortQuery=sortStatus;orderBy=asc;onlyTenders=false;topicListKey=topicSearchTablePageState

 

 

ახალი ეკონომიური სქემები საქართველოს ეკონომიკისთვის

 

კლასტერები:

 

საქართველოში ფუნქციონირებს საქართველოს კლასტერების ეროვნული პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირთა წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (ააიპ) სტატუსით მოქმედ ორგანიზაციას. პლატფორმის დამფუძნებელია ოთხი ორგანიზაცია:

 

1.     (ააიპ) - კვლევების, ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი“, დირექტორი გივი ქოჩორაძე;

2.     (ააიპ) - სტრატეგიული ინიციატივების სააგენტო“, დირექტორები ნოდარ ძიძიკაშვილი და კობა კიკაბიძე;

3.      (ააიპ) - სითი ინსტიტუტი საქართველო“, დირექტორი  მამუკა სალუქვაძე და არჩილ ბარბაქაძე;

4.     (შპს) - გოლდენ ფლიის კაპიტალი“, დირექტორი ივერი ქუცნაშვილი.

 

ლოგო განკუთვნილი კლასტერების ეროვნული პლატფორმისათვის.

 

 

კლასტერების პლატფორმის ძირითადი მიზანია: საქართველოში არსებული კლასტერების აღრიცხვა, ანალიზი და  იდენტიფიკაცია; ახალი კლასტერების ფორმირება და მათი ინტერნაციონალიზაცია.

 

ამასთან ერთად ICARTI-ის სპეციალისტები  აპირებენ მონაწილეობის მიღებას ისეთი ახალი სქემების ფორმირებაში საქართველოში, როგორიცაა: ფორსაიტული ცენტრები, ჭკვიანი სპეციალიზაციები (S3), ტექნოლოგიური პლატფორმები, ტექნო და ინდუსტრიალური პარკები, ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრები, ციფრული ინოვაციური ჰაბები და სხვა.